გიორგი ესებუა ესპანეთში მცხოვრები ხელოვანია. 10 წელია, რაც ვალენსიაში მოღვაწეობს. ნამუშევრებს, მათ შორის ძირითადად სამკაულებს, ქართული ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიით ქმნის, მისი შემოქმედების ნაწილია ხატვაც.
გიორგი ესპანეთში რამდენჯერმე fashion week-ის მონაწილეც იყო, მისი სამკაულები მოდელებმა მოირგეს. დახვეწილი ხელი და ფერთა გამორჩეული გამა ხელოვანის ნამუშევრებს ყოველთვის ეტყობოდა. თავდაპირველად ხეზე მხატვრულმა ჭრამ გაიტაცა და თოიძის სახელობის სასწავლებელში ისწავლა. ხეზე ძველქართულ ორნამენტებსა და ჩუქურთმებს ჭრიდა. დღესაც ხანდახან ისევ უბრუნდება ხეს, როდესაც ნახატისთვის ჩარჩო ან მინანქრის ნამუშევარში ხის დეტალია საჭირო. მინანქრის დამუშავებას მოგვიანებით დაეუფლა და დღეს ქართულ ხელნაკეთ ნამუშევრებს უცხოელებს აცნობს. ცოდნა ესპანეთში ჩასვლის შემდეგაც გაიღრმავა, დაამთავრა ხელოვნების სკოლა და ნახშირით ხატვა შეისწავლა.
ნახეთ გიორგის ისტორია ვიდეობლოგში ,,ემიგრანტული ამბები”.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"