ასე ცხოვრობდნენ საქართველოში
ეთნოგრაფის, ლექსიკოლოგის, პუბლიცისტის, ფოლკლორისტისა და მთარგმნელის თედო სახოკიას ნაამბობი:
“ერთხელ, მეუღლე ცუდად გახდა და აუცილებელი იყო მისი ექიმთან ვიზიტი, მაგრამ, სამწუხაროდ იმხანად ფული არ მქონდა, გადავწყვიტე დავით სარაჯიშვილისაგან სესხის აღება და გავეშურე, როდესაც მასთან მივედი, დავითი სტუმრებთან: ილია ჭავჭავაძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, – ნარდს თამაშობდა.
მივესალმე მათ და ცოტა ხანში გამოვბრუნდი, შემრცხვა, ფული ვერ ვთხოვე… კიბეებზე რომ დავეშვი, დავითის ხმა მომესმა: “თედო, ცოტა ხნით დამელოდე”, ჩამოვიდა, “ხომ არაფერი გიჭირს?”…”არა-თქო”, ჯიბიდან 100 თუმანი ამოიღო და გამომიწოდა, – “ეს წაიღე, დაგჭირდება”, – გახარებულმა ფული გამოვართვი და მეუღლე ექიმთან წავიყვანე.
ერთი კვირის შემდეგ, ფულის დასაბრუნებლად დავითთან მივედი, სარაჯიშვილმა გაიღიმა და მითხრა: “თედო, ჩემდენი ფული რომ გექნება, მაშინ დამიბრუნე, იმ დღეს რომ შემოგხედე, მივხვდი, რაღაც გიჭირდა”…