ფრანგი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

Le Figaro-ს, AR Magazine-ის, Voyages de Luxe-ისა და სხვა მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, ბორჯომი, ახალციხე, ვარძია, წინანდალი და სხვა  პოპულარული ტურისტული ადგილები მოინახულეს. ისინი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „Culinary & Wine Expedition“-ის თანაორგანიზებით ეწვივნენ.

ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ღვინის მარნები, დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ქართულ სამზარეულოსა და ეწვივნენ მუზეუმებს. ტურის ფარგლებში, 2020 წლისთვის საქართველოს გასტრონომიული ტურისტული პოტენციალის, ქართული ღვინის, კულტურისა და ქალაქების შესახებ სტატიები, ფოტო-რეპორტაჟები და გადაცემები მომზადდება, რომელსაც ფრანგულენოვანი მკითხველი და ტელემაყურებელი საფრანგეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, მონაკოში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში გაეცნობა.

”ძალიან მოვიხიბლე ქართული სტუმარმასპინძლობით, ჩვენ ვიყავით საოჯახო მარნებში, შევხვდით ადგილობრივებს, დავაგემოვნეთ ქართული ღვინო. კოვიდურ პერიოდში მოგზაურები ახალი ტურისტული მარშრუტებით და საინტერესო პროდუქტების აღმოჩენით ინტერესდებიან და ამ მიმართულებით საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს. სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს აქვს საინტერესო ისტორია, მონასტერი, მაგრამ ვფიქრობ ქართული სტუმართმოყვარეობა სხვებისგან გამორჩეულია.“-განაცხადა Unique Experiences-ის ხელმძღვანელმა იზაბელა კორნეტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები