სტუდია „ინოვაცია“ – როცა ინგლისურის სწავლა მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისოა

როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა საინტერესო გარემოში – თამაშებით, სპექტაკლებითა და სხვა ინოვაციური მეთოდებით.  სტუდია ,,ინოვაცია“ ის ადგილია, სადაც ენის სწავლება ინდივიდუალური მიდგომებით ხდება. ნინო მაღედანმა მას საფუძველი 25 წლის წინ ჩაუყარა. მიზანი სწავლების მეთოდებში სიახლის დანერგვა იყო.

დღეს სტუდია ინგლისურენოვან პროგრამებს ყველა ასაკის მსურველს სთავაზობს. აქვთ სპეციალური პროგრამა ემიგრანტებისთვისაც, რომელიც ინგლისური ენის სწავლებასთან ერთად, ქოუჩინგის მიმართულებასაც მოიცავს. ამ პროგრამის დახმარებით, „ინოვაცია“ ემიგრანტებს ყოველდღიური ცხოვრების შემსუბუქებასა და სამშობლოში უმტკივნეულოდ დაბრუნებაში ეხმარება.

რა გამოარჩევს სტუდიას ყველაზე მეტად, სხვა სასწავლო დაწესებულებებებისგან და  რა საინტერესო სიახლეებისთვის ემზადება უახლოეს მომავალში – ნახეთ ვიდეობლოგი.

,,თავიდანვე ჩემი მიზანი, სწავლების მეთოდებში სიახლის შემოტანა იყო. მსურდა, ენების სწავლა უფრო მრავალფეროვანი გამეხადა. მეთოდები, რომლითაც სწავლა დავიწყეთ, იმდროინდელი საქართველოსთვის უცხო იყო. მაშინ ჩვენს დაწესებულებას სახელიც კი არ ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, არც ვფიქრობდი ამაზე. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, თუ რას და როგორ ვასწავლიდით. სტუდიის სახე 2 წლის წინ მიიღო. მე, ფაქტობრივად, უკვე მქონდა სტუდია. ერთადერთი რაც მას აკლდა ეს იყო ფართი და სახელი. ინოვატორები ვიყავით ჯერ კიდევ 25 წლის წინ. პრეტენზია გამიჩნდა, რომ იმ ეპოქაში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ისევ ინოვატორები გავმხდარიყავით.“

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები