გული ისევ შენთან დაბრუნებას მთხოვს… „აფხაზეთი“

Iveria Project Entertainment – ის  დამფუძნებელმა, დირექტორმა და დამსახურებულმა არტისტმა ირაკლი რუსიამ, თავის ოჯახთან ერთად, 1993 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ იძულებით დატოვა  სახლ -კარი და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

1995-2000  წლებში სწავლობდა საქართველოს გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სადაც წარჩინებით დაამთავრა საერთაშორისო სამართლის სპეციალობა. ამავე წლებში ცეკვავდა თავდაცვის სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ‘მამულში’

2000-2005 წლებში სწავლობდა   შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ქართული ხალხური და საეკლესიო გალობის სპეციალობაზე . 1998-2003 წლებში  მოღვაწეობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ‘’აფხაზეთში’’. ამავე წლიდან არის  სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ივერიის” სამხატვრო ხელმძღვანელი. მთელი  ცხოვრება ემსახურება  ქართული კულტურის და ხელოვნების პოპულარიზაციას. ახლა ის ამერიკაში ცხოვრობს და სწორედ დღეს, 27 სექტემბერს სიმღერის პრემიერას შემოგთავაზებთ.

„ვარ აფხაზეთიდან, ვმოღვაწეობ ლას ვეგასში  და ვემსახურები ქართულ კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას. ამ სიმღერის იდეაც აფხაზეთის მონატრებისა და ჩემი სახლ-კარის დასიზმრების შემდეგ გაჩნდა და ასე მინდა გამოვხატო ჩემი მშობლიური  კუთხის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სიყვარული.“ – აღნიშნა ირაკლი რუსიამ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

“აფხაზეთი”

შემსრულებელი: ირაკლი რუსია

მუსიკა:  ჭაბუკა ამირანაშვილი

ტექსტი:  ნანა ცინცაძე

ბექები: აფხაზეთის  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “აფხაზეთის”   მომღერალთა  ჯგუფი

არანჟირება: ბექა გაბუნია

კონსულტანტი: ფოლოლოგ-კავკასიოლოგი, ფილოლოგიის  მეცნიერებათა  დოქტორი – ლევან ღვინჯილია

ქვიშის არტისტი: ნონა გიუნაშვილი

ოპერატორი: თემურ ფოფხაძე

მონტაჟის რეჟისორი: გიგა შუბითიძე

პროექტის ავტორი და რეჟისორი: ირაკლი რუსია

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები