საქართველო ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა – „SIRHA 2021“-ზე წარდგა

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა – “Sirha 2021”-ზე იღებს მონაწილეობას. საფრანგეთში გასტრონომიული კონკურსი “Bocuse-d’Or” და გრანდიოზული გამოფენა „სირჰა“ 23-27 სექტემბერს გაიმართება. გასტრონომიულ კონკურსში 87 კონკურსანტი ქვეყნიდან ფინალურ შეჯიბრში 21 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს.

საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე თიხის კეცების კონცეფციის შთაგონებით შექმნილი სტენდით წარდგა. ჩვენს ქვეყანაში  ქვევრის, თიხის ჭურჭლისა და კეცის წარმოება უძველესი არტეფაქტებით დასტურდება.

საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში ხელს უწყობს ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას, გასტროტურიზმის, აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. გამოფენაზე ათიათასობით სტუმარს საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ პროდუქტებს.

2019 წელს საქართველო ოფიციალურად გახდა Bocuse d’or-ის ოჯახის წევრი და პროექტ “Georgia – The Art of Feast – საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნებას” ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო საერთაშორისო გამოფენა “სირჰა 2019“-ზე წარდგა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები