,,პატრიოტი დიასპორელი“ – რას ითვალისწინებს საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების პროგრამა

მალე ფონდი ,,საქართველოს ემიგრანტები“ საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების პროგრამას ,,პატრიოტი დიასპორელი“ დაიწყებს. რას ითვალისწინებს პროექტი და როგორ მოხდება უცხოეთში მცხოვრები მოზარდების ჩართულობა ქართული საჯარო სკოლების სასწავლო პროცესში – ვიდეობლოგში პროექტის ავტორი ნინო ციბაძე გერმანიიდან საუბრობს.

,,მოგეხსენებათ, მხოლოდ ქართული ენის სწავლა არაა საკმარისი, ემიგრანტი ბავშვები ჩამოყალიბდნენ ისეთ ქართველებად, რომლებიც უნიკალური კულტურისა და ტრადიციების გამგრძელებლები და ქართული უნარ-ჩვევების მატარებელნი იქნებიან. იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ქართველი ემიგრაციის ახალი თაობა, საჭიროა მათი პირდაპირი ჩართულობა ქართულ სკოლებში, რათა თავის ხალხისადმი სიყვარული და პატრიოტული გრძნობები ბავშობიდანვე განუვითარდეთ, უფრო მეტად დაუახლოვდნენ ქართველ თანატოლებს. ქართული სკოლებისთვის კი, ეს იქნება კიდევ ერთი გამოწვევა უმასპინძლონ ემიგრანტ ბავშვებს სამშობლოში, ხელი შეუწყონ მათ დაახლოებას საქართველოსთან, აჩვენონ მათ სკოლაში არსებული მდგომარეობა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებისგან თავადაც გახდნენ ინფორმაციის მიმღებები და ამით კიდევ უფრო გაიფართოებენ მსოფლმხედველობას. თავადაც მშობელი ვარ, მყავს ქალ-ვაჟი და ვიცი რა რთულია სამშობლოდან შორს შვილების გაზრდა. ემიგრაციაში ვარ აგერ უკვე 21 წელია…“ – ამბობს ინტერვიუში ნინო ციბაძე.

რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ბმულს

"მედიატორის" პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები