მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედლით დაასრულა

უფაში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი მედლით დაასრულა.

72 კილოგრამში მოჭიდავე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი ჩხიკვაძემ უფას ხალიჩაზე სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე ადვილად მოიგო. მერვედფინალში ბელარუსი ანდრეი კავალეუსკი დაამარცხა (10:0), მეოთხედფინალში – აზერბაიჯანელი ხასაი ჰასანლი (11:0), ხოლო ნახევარფინალში – სომეხი შანტ ხაჩატრიანი (8:1). საჩემპიონო ბრძოლაში გიორგი ჩხიკვაძე რუსეთის ნაკრების წევრს ევგენი ბაიდუსოვს შეხვდა და მსაჯების მონდომებით დამარცხდა.

დიეგო ჩხიკვაძის (63 კგ) მიერ მოპოვებულ ვერცხლს, გიორგი ჩხიკვაძის (72 კგ) ვერცხლი და საბა მამალაძის (82 კგ) ბრინჯაო მიემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები