ფოლკლორის ცენტრს კატალონიურ-ქართული ანსამბლი VOCAL VIRCAN ესტუმრა
ფოლკლორის ცენტრს კატალონიურ-ქართული ანსამბლი VOCAL VIRCAN ესტუმრა. ანსამბლი ბარსელონაში ჩამოყალიბდა, რომლის თითოეული წევრი ქართული ფოლკლორის დიდი თაყვანისმცემელია. ანსამბლი შედგება 4 კატალონიელი და 4 ქართველი მომღერლისაგან.
„Vocal Vircan-ის დამფუძნებლები არიან ძმები ბაჩო და ზურა კაციტაძეები და ირაკლი დევდარიანი, რომლებიც საზღვრებს მიღმა ქართულ საქმეს ემსახურებიან.
ფოლკლორის ცენტრისათვის ნებისმიერი მსგავსი წამოწყება მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ანსამბლმა ცენტრში ჩაწერა სიმღერა ,,წინწყარო“, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა Vocal Vircan-ს წარმატებაში დაეხმარება.“ – ნათქვამია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.