ავიაკომპანია Myway Airlines-ი პოლონეთის მიმართულებით ჩერტერულ ფრენებს შეასრულებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი პოლონეთის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას იწყებს. რეგულარული ფრენები თბილისი – ვარშავა – თბილისის საჰაერო ხაზზე, მიმდინარე წლის 14 აგვისტოდან შესრულდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Myway Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და ვარშავას შორის 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (შაბათი), ასევე დამატებითი ფრენა 23 აგვისტოს, Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 12 აგვისტოს მიენიჭა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს..“ – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები