უკანასკნელ გზაზე ვარშავის აჯანყების ერთ-ერთი ყველაზე მცირეწლოვანი ჯარისკაცი გააცილეს

5 აგვისტოს, უკანასკნელ გზაზე კაპიტანი იერჟი ცერცვაძე-ვარდისიანი, ფსევდონიმით “Brawura” გააცილეს. ბატონი იერჟი ვარშავის აჯანყების ერთ-ერთი ყველაზე მცირეწლოვანი  ჯარისკაცი გახლდათ. იმის გამო, რომ პოლონეთის არმიის რიგებში მოხვედრილიყო, მან კომისიას თავისი წლოვანება დაუმალა და 14 წლის ნაცვლად 17 წელი ჩააწერინა.

„ბატონი იერჟი დაჯილდოვებულია მრავალი ჯოლდოთი გამბედაობისა და ბრძოლისათვის. ბატონი იერჟი ქართველი ოფიცრის შვილია, რომელიც 1921 წელს ქართულ-ბოლშევიკური  ომის შემდეგ ჩამოვიდა პოლონეთში და სამხედრო კარიერა გააგრძელა პოლონურ არმიაში. იერჟი  ცერცვაძე-ვარდისიანი ვარშავის აჯანყების შემდეგ აღმოჩნდა გერმანელების ტყვეობაში. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ გაემგზავრა იტალიაში, შემდეგ კი ამერიკაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი იერჟი ყოველწლიურად სტუმრობდა პოლონეთს, რომლის დროსაც იღებდა მონაწილეობას ვარშავის აჯანყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ასევე ხვდებოდა თავის ქართველ მეგობრებს.

პოლონეთში ქართული დიასპორის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბატონ იერჟისა და მის ოჯახს გაწეული თავდადებისა და გამბედაობისათვის.“ – ნათქვამია პოლონეთში ქართული დიასპორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები