საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან სარგებლობაში გადაეცა რომში მდებარე ეკლესია
რამდენიმე დღის წინ დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. წმიდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან (70 წელი) სარგებლობაში გადაეცა რომში მდებარე ეკლესია, სადაც დღემდე მსახურებას აღავლენდნენ რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები.
„უპირველეს ყოვლისა ჩვენი სამრევლოს სახელით მადლიერებას გამოვხატავთ მისი უწმიდესობის, რომის პაპის ფრანცისკეს მიმართ. ასევე მადლიერებას გამოვხატავთ, რომის პაპის ვიკარის რომის ეპარქიაში, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კარდინალ ანჯელო დედონატის მიმართ, რომლის უდიდესი თანადგომით და კეთილი ნებით მოხდა ტაძრის გადმოცემა.
დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს წმიდა საყდართან (ვატიკანი) და პირადად ელჩს, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ – მუხრანელს გაწეული დახმარებისთვის.
ვულოცავ ჩვენი ეპარქიის მმართველს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელი) და ჩვენი სამრევლოს ყველა წევრს ამ ისტორიულ და სასიხარულო მოვლენას“ – წერს არქიმანდრიტი იოანე ხელაია