კანიე უესტის ახალი ალბომის პრეზენტაციის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იქნება

დიდი ხნის მეგობრები და შემოქმედებითი პარტნიორები, დემნა გვასალია და კანიე უესტი კიდევ ერთხელ ითანამშრომლებენ.

„Donda – ამ სახელწოდებით, გრემის 22 ჯილდოს მფლობელი არტისტი, კანიე უესტი რიგით მეათე სტუდიურ ალბომს უშვებს. ალბომის გამოსვლის თარიღი, სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე შეიცვალა. დღეის მდგომარეობით, ცნობილია, რომ ღონისძიება, ატლანტაში, 5 აგვისტოს, მერსედეს-ბენცის სტადიონზე უნდა შედგეს.

ღონისძიების კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იქნება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დემნა, ცნობილ პიროვნებასთან, ბალენსიაგას ბრენდის მიღმა ითანამშრომლებს.

დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.“ – წერს fashionholicsonline.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები