გიორგი მინასოვი ჰიუბერტ ჰამფრის პროგრამის გამარჯვებულია

გიორგი მინასოვი ჰიუბერტ ჰამფრის პროგრამის გამარჯვებულია.

„მეგობრებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს, აგვისტოდან Hubert H. Humphrey Fellowship პროგრამით სწავლასა და პროფესიულ პრაქტიკას გავაგრძელებ ვირჯინიის უნივერსიტეტში – VCU, სადაც ადიქციის კვლევებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გავიღრმავებ ცოდნას. ეს წარმატება მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის და ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა მადლობა, ვინც გასული წლის განმავლობაში მგულშემატკივრობდა.“ – წერს გიორგი თავის ფეისბუქ გვერდზე.

ის ამჟამად ნარკოდამოკიდებულებისა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს სამედიცინო ცენტრ ურანტსა და ორმაგი დიაგნოზების მართვის ცენტრში ეხმარება.

გიორგის გამარჯვებას ამერიკის საელჩოც გამოეხმაურა: – „ვირჯინიის უნივერსიტეტში ერთწლიანი სწავლებისას გიორგი ნარკოდამოკიდებულებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის საკითხებში ცოდნას გაიღრმავებს, რომ სამომავლოდ წვლილი შეიტანოს საქართველოში მენტალური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და ორმაგი დიაგნოზების მექანიზმის განვითარებაში.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები