ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია
ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის პრიზიორი გახდა. ფინალში, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ, იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა და ურთულეს ბრძოლაში, რომელიც 10 წუთს გაგრძელდა, დამარცხდა.
ლაშა პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული.
ქართველი სპორტსმენი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ფრანგი გილიომ ჩაინე ვაზარით დაამარცხა. მერვედფინალში მან ადამ ალექსანდრ ჰუსეინი ასევე ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალში ლაშა შავდათუაშვილმა კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით სძლია, ხოლო ნახევარფინალში კორეელი ჩანგრიმ ანი დამატებით დროში დაძაბული ბრძოლის შემდეგ გაფრთხილებებით დაამარცხა.