ნოქალაქევში რეგიონული თეატრების ფესტივალი გაიხსნა

ნოქალაქევში რეგიონული თეატრების ფესტივალი გაიხსნა, სადაც ფესტივალის პირველი სპექტაკლი, „სტუმარ-მასპინძელი“, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, 22 ივლისს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ დახურულ და ღია სივრცეებში რეკომენდაციების სრული დაცვით იმართება.

ფესტივალში 12 ქართული რეგიონული და ლიეტუვას თეატრალური დასი  მონაწილეობს. 22-24 ივლისს სპექტაკლები სენაკის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილზე იმართება, ხოლო 25-31 ივლისს ფესტივალი ფოთში გადაინაცვლებს.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს ქალაქ ფოთში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი – თენგიზ ხუხია. ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები