ეკატერინე გორგოძე  WTA 250 BNP Paribas Poland Open მეოთხედფინალშია

ეკატერინე გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა  პოლონეთში მიმდინარე  BNP Paribas Poland Open – WTA 250 – Gdynia წარმატებით ასპარეზობენ.

მათ წყვილთა თანრიგის პირველი წრის პირველი მატჩი ანშბა – დეტიუჩის წინააღმდეგ გამართეს, ანგარიშით 6-3 7-6 დაამარცხეს და მეოთხედფინალში  გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე გოვორცოვა/ სასანოვიჩს და კორპაჩ/მიჰალიკოვას შორის გამარჯვებული  წყვილი იქნება.

ამავე ტურნირის ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში გაიმარჯვა ეკატერინე გორგოძემ. რუსი ანასტასია ზახაროვა სამ სეტში  6-7, 6-3,6-1 დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა, სადაც ასევე დაამარცხა მისი მეტოქე მსოფლიოს 154-ე ჩოგანი, ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკო და ეკატერინე გორგოძე  WTA 250 BNP Paribas Poland Open მეოთხედფინალშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები