” მაგდანას ტვირთი ” – ერთი ემიგრანტის ისტორია

 

_სახლიდან ისე წამოვედი, შვილებთან დამშვიდობებაც კი ვერ გავბედე. მინდოდა, სცოდნოდათ, რომ დიდხანს არ ვტოვებდი მათ, ოთხი პატარა შვილი დავტოვე ეზოში, ჩემს სახლის დიდი მწვანე ბალახით გადავარცხნილ ეზოში.

როცა ტაქსი გაჩერდა ჩემი ეზს ჭიშკართან, ოთხი წლის ცოტნემ მკითხა, დედა, სად მიდიხარო? მალე მოვალ-მეთქი ვუთხარი და სახე ინსტიქტურად ავარიდე, ცრემლები რომ არ დაენახა.

მეც წამიყვანეო, ატირდა ჩემი პატარა ცოტნე, კაბის ბოლოს ჩაავლო ხელები, მებღაუჭებოდა…  ძლივს,  ძლივს ამაგლიჯეს კაბის კალთას.  მალევე სახლში შეიყვანა ბებიამ. დედა მინდაო, აფორთხიალებდა ფეხებს, გულამოსკვნილი ტიროდა ჩემი პატარა ცოტნე. ცრემლებს თვალის გუგებში მალავდნენ უფროსი შვილები.

კინაღამ მოვტრიალდი უკან, ცოტაღა მაკლდა, მაგრამ გამახსენდა ბანკის მუქარა, რომ შვილებს ქუჩაში დატოვება ემუქრებოდათ. იმ დროს ვიყავი მკვდარი დედა, მკვდარი ქალი, მკვდარი ადამიანი. გამშრალი გაქვავებული დავჯექი ტაქსიში, მთელი გზა ხმა არ ამოსულა ჩემი პირიდან, არც ჩასულა, წყალიც კი. ისე ჩამოვედი იტალიაში, არც არაფერი მიჭამია, არც თვალს ძილი გამკარებია. შეშლილი სახით ვიჯექი ეულად.

ბარგი ბევრი არ წავიღე, რომ ბავშვებისთვის არ ყოფილიყო მტკივნეული. ოთხი შვილი ცრემლიანი თვალებით მაცილებდა, უფროსი შედარებით გონიერი იყო და მას უფრო ესმოდა ჩემი ტკივილი. მანქანაში ჩაჯდომისას მითხრა, დედა, არ იჯავრო, ბებოს მივეხმარები და ცოტნეს ყურადღებას არ მოვაკლებო.

მისი ნუგეში უფრო დამთრგუნველი იყო ჩემთვის. ქმარი სახლიდან არ გამოსულა, თვალები ეძებდა, მაგრამ ის არ ჩანდა და ვერც გამოჩნდებოდა, რადგან ის იწვა. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა  – რატომ ?

ყველაფერს გიამბობთ.

_სათბურები გავაკეთეთ, სესხი ავიღეთ და დავიწყეთ სოფლის მეურნეობის აღმავლობა ,ასევე გვქონდა სათბურის გარეთ ბოსტნეულიც, სესხის გარდა, დაგვჭირდა კერძო მევახშესგან აგვეღო პროცენტიანი ფული. რადგან ბანკის სესხი ვერ აუვიდა ხარჯებს. მცენარის წამალი ძვირი იყო, ისევე, როგოც ბევრი სხვა ხარი.

მოსავალს კარგი პირი უჩანდა, თუმცა მალე შეიცვალა ყველაფერი ცუდით. იმ წელს 50% მოსავალი გაგვიფუჭდა, ის დარჩენილი 50% ვერ გავყიდეთ იმ ფასად, რომ ხარჯი მაინც დაგვეფარა. ბაზარზე კონკურენციას თურქული ბოსტნეული გვიწევდა.

ატირებული მივედი გამგეობაში და სამართალი ვერსად ვიპოვე. დაგვედო ვალი 30 ათასი ლარი – ეს მხოლოდ ბანკის, კერძო მევახშე ცალკე იყო.

სახლი მიწასთან ერთად ჩავდეთ ბანკში, მოვიდა თვის ბოლო და რაც თუ ოქრო მქონდა, ლომბარდში მომიწია დატოვება, რომ ბანკის სესხი გადამეხადა, ყოველი თვის ბოლო ჯოჯოხეთს დაემსგავსა, ვერც შეჩერება მოვახერხეთ ბანკის პროცენტი და ვერც შეღავათი, სახლს დაედო ყადაღა.

ქმარი მშენებლობაზე წავიდა სამუშაოდ, რა დროსაც სახლიდან გადმოვარდა და წელის არეში დაზიანება მიიღო,ასევე ჰქონდა ნეკნები ჩატეხილი. კომპენსაცია მისცა კომპანიამ ისეთი მიზერული, მის მკურნალობასაც არ კი ჰყოფნიდა, უფრო მეტიც აქედან  და ისევ დაგვემატა აღებულ ვალს ვალი.

სხვა გზა არ მქონდა, ვისაუბრეთ ოჯახში და გადაწყდა, რომ უცხოეთში მე მიწევდა წასვლა, ინიციატივა ჩემზე იყო, ქმარი ავად იყო იმ დროს, გამოჯანმრთელებას დრო და ფული სჭირდებოდა. ოთხი შვილი,უფროსი მეექვსე კლასში, მიყოლებული სამი მასზედ პატარა. დედამთილს უარი არ უთქვამს, თუმცა არ თანხმობა. ასე აღმოვჩნდი 31 წლის, ოთხი შვილის დედა ემიგრაციაში.

_გავიდა რამდენიმე წელი ამ ვაივაგლახით, არ მიძინია მრავალი ღამე, არაერთხელ მშიერს, თუმცა ამას ჩემს ქმარ-შვილს როგორ ვეტყოდი? მე სულ კარგად ვიყავი მათ თვალწინ, ასე ეგონათ მათ, ჩრდილში გამხმარი ნერგს ვგავდი, რომელსაც მზის შუქი ენატრებოდა და მაინც ხავსს ეპოტინებოდა, მე ვგავდი იმ ფერად ყვავილს, რომელსაც ყველა ხედავდა  – ლამაზს, ლაღს, შიგნით კი ჭია ჭამდა მას… დარდის, სევდის ,ტკივილის ჭია.

ღამეები ერთმანეთს სიამის ტყუპებივით ჰგავდნენ, ერთი ღამე ცვლიდა მეორეს არაფრის განსხვავებით. დავფარე ვალი და ისევ დავბრუნდი,ისევ ჩემი საქმის გაგრძელება მოვინდომე, თუმცა შევეჩეხე მონოპოლისტურ ჩიხს, გიგანტ ურჩხულს, რომელიც ჭამს ყლაპავს მასზედ პატარას. რის მსხვერპლი არა მარტო მე, არამედ მრავალი ჩემნაირი მცირე მეწარმე იქცა.

გასაოცარი ისაა, რომ ისევ იმ ჭაობში აღმოვჩნდი, რომლის გამოც რამდენიმე წელი შვილების გარეშე ტანჯვაში გავატარე და ამრიგად დავფარე ბანკის ვალი. ანუ გამოვიდა, რომ ისევ იმ წრეზე ვტრიალებდი და ვტკეპნიდი მიწას, ვალს ვალი დაედო ჩემი წაღებული ფულიც სულ დაგვეხარჯა, ფიცი იმისა, რომ შვილებს აღარასოდეს დავტოვებდი, გავტეხე, სხვა გზა ფაქტიურად საკუთარ სამშობლომ არ დამიტოვა.

უკან მივეშურე ისევ უცხოეთის მიწას, ისევ ის გზა გავიარე, რაც წლების წინ იმაზე მეტი ვალით, დავიწყე მუშაობა და დავიწყე ბანკის ვალის დაფარვა. მერე შვილებიც გახდნენ აბიტურიენტები, მათი ხარჯიც დაემატა ჩემს ვალს. ქმარი გამოკეთდა, სოფელში შრომობდა და შვილებს ყურადღებას აქცევდა. ნელნელა მიიპარა რამდენიმე წელი, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალის იმედით.

ვალიც ამივწურე, შვილებიც უმაღლეს სასწავლებლებში მოვაწყვე, სახლი ცოტა შევარემონტეთდა ეს ესაა წასვლას ვაპირებდი თვის ბოლოსკენ რომ, ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ტელეფონმა დარეკა, ვიწექი დაღლილი გასივებული ფეხები საწოლის დაფაზე მქონდა შემოწყობილი.

ვგრძნობდი ,როგორ მიბჟუოდა სისხლი ვენებში. დაღლა განა მხოლოდ სხეულის მტანჯავდა?გულის დაღლა უფრო მტკივნეულად მაწამებდა, მონატრება ჩემი ოჯახის.

შეშინებულმა ავიღე ყურმილი,ნახევრადმძინარემ.

მაკა შენ ხარ?მიკითხა ჩემმა დამ. ჰო მე ვარ-მეთქი ვუთხარი გაბზარული ხმით. შიშმა ამიტანა მთელ სხეულში, გეგონებოდა ჭიანჭველების არმიამ გაიარაო… სახლში დაბრუნდი დროზე, თორემ მერე გვიანი იქნებაო.

მიზეზი ამ სიტყვებისა არ ამიხსნა, ბევრი თხოვნა მუდარის შემდეგ ვერაფერი გავაწყე,ნაწყენმა გავთიშე მალეც. შვილები ჯანმრთელად და საიმედოდ მყავდა ეს უკვე ეჭვგარეშე იყო და რატომ მითხრა ეს მოსვენებადაკარგულზე უფრო იწელებოდა ყოველ დღე, ღამე.

შიში ქმრის ღალატზე უფრო მეტად მაფორიაქებდა. ეს ბოლო დროს შეცვლილი მეჩვენებოდა. არ ვიცი, რა დაინახა ჩემმა დამ, რა გაიგო, მაგრამ უმიზეზოდ ის არაფერს იტყოდა.

მას მერე, ის კვირები, ესმოდა ქარაგმულად სიტყვები, რომ ქმარი პერიოდულად მღალატობდა. ასე ვიგებდი მათი საუბრიდან, თუმცა გულს მაინც არ ეჯერა. დადგა ის დღეც, ნანატრი დღე სახლში დაბრუნებისა, ვიყიდე ბილეთი და საქართველოში დავბრუნდი. აეროპორტში არავინ მოსულა ჩემთან შესახვედრად, გარდა დედ-მამისა.  დედა ცრემლებს ვეღარ იკავებდა, მამა მას ამხნევებდა, მათი სითბო ჩემთვის სიძლიერის მაღალი საფეხური იყო.

სახლში როცა მივედი, ის სახლი რომელიც ოთხი წლის წინ დავტოვე, ცივი და ცარიელი დამხვდა. შვილები ისევე, როგორც ქმარი. ჩემს საძინებელი ოთახში ავედი,

შეცვლილი იყო ოთახი, ჩემს გარდერობში ჩემი ნივთები, ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი უკვე აღარსად ჩანდა.

მაშინ მივხვდი,რომ უკვე ძალიან დავაგვიანე. საკუთარ სახლში უკვე ზედმეტი ვიყავი. დავაგვიანე და დავკარგე ის, რაც ასე ძვირფასი იყო ჩემთვის. ოთახებს ამშვენებდა ჩემი ფულით ნაყიდი ავეჯი, ახალშეღებილი ფერადი კედლები და ლამაზი ნივთები.

მივხვდი, რომ უკვე ძალიან დავაგვიანე, ყველას ჰქონდა საკუთარი პირადი, ჩემ გარდა. მე მხოლოდ მომატებული ასაკი და დაკარგული წლები შემრჩენოდა. ცხრა წელი თვალს და ხელშუა გამქრალიყო.

ჩემს ოჯახის დანგრევაში ვიღაც ქალი ან ჩემი მოღალატე ქმარი განა როდია მარტოდ დამნაშავე? არაა!

უპირველესი დამნაშავე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო მთავრობაა მასში მოღვაწე ის ადამიანები ,ვის ზურგზეცაა ყველა იმ გაუბედურებული ემიგრანტის, უდედოდ დატოვებული შვილების, დაკარგული სითბო სიყვარულის და მრავალი დანგრეული ოჯახის ცოდვაა, რომლის დიდი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მათ.  ნებით კი არა, იძულებით ხდება ყველა დედა (მამა) ემიგრანტი, ოთხი შვილის დედა, შრომისუნარიანი ქალი იძულებული გამხადა, დამეტოვებინა პატარა შვილები, ზუსტად სახელმწიფოა ყველა დანგრეული ოჯახების მთავარი დამნაშავე,

სამშობლოვ..!! მეც შენი მიწის, შენი ხორცის ნაგლეჯი ვარ, მომეცი უფლება ვიარსებო ჩემს ეზო-კარში.

ნათია ლაზიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები