,,ცხოვრებამ ბევრი მატარა და ისევ ზღვასთან მიმიყვანა“-  სოხუმელი მხატვრის ევროპული თავგადასავალი

ვიდეობლოგი ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ, წარმატებულ ქართველ მხატვარს, გიორგი შენგელიას გაგაცნობთ. გიორგი სოხუმში დაიბადა, შემდეგ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 2003 წლიდან კი მოღვაწეობს და ცხოვრობს ნიდერლანდების სამეფოში.

მხატვარი ევროპაში 18 წლის წინ გამოფენაზე ჩავიდა და დარჩენა გადაწყვიტა… ის ზღვისპირა დაბა ბერხენში დაფუძნდა, რომელიც ხელოვანთა ხშირი თავშეყრის ადგილია. გიორგი აქ ჰოლანდიელ მეუღლესა და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს. მისთვის შთაგონების წყაროდ ხშირად ქცეულა საქართველო, მშობლიური ქალაქი და ბავშვობა.

,,საქართველოში დაბრუნება? სიმართლე გითხრათ, მე სამშობლოდან არც წავსულვარ, ფიზიკური გადაადგილება ბევრს არ ნიშნავს. მთავარია შინაგანი ძალა, სულიერი კავშირი… რადგან სამშობლო არის ფუნდამენტი, რაზედაც შენ დგახარ,“- ამბობს ინტერვიუში მხატვარი.

ის საქართველოსთან კავშირს არასდროს წყვეტს, ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრის მიერ ემიგრანტებისთვის განხორციელებულ პროექტებშიც სიამოვნებით ერთვება ხოლმე. მათ შორის არის ღონისძიებაც ,,აფხაზეთის დღეები“. სამომავლოდ უამრავი საინტერესო გეგმა აქვს. აპირებს ქართველი ხელოვანებისთვის განახორციელოს პროექტი, რომლითაც გზას გაუკაფავს მათ და 2 ქვეყანას ერთმანეთთან, კიდევ უფრო დააახლოებს.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები