ბოლშევიკური ანტირელიგიური კამპანია

კირით შეღებილი ტაძრები, წაბილწული სიწმინდეები, ოპიუმად მონათლული სარწმუნოება, შავ ყორნებად წოდებული სამღვდელო პირები, ხატები და ჯვრები „დასაწვავი ნაგავი“, – ასეთი იყო ბოლშევიკების სცენარი. რელიგია მხოლოდ აზიანებდა საბჭოთა ადამიანს, რადგან პარტია უნდა ყოფილიყო რელიგიაც და სალოცავიც.
„ეკლესიებზე ჯვრების ნაცვლად წითელი ვარსკვლავები“- ეს დაპირება ერთ წელიწადში შესრულდა და საქართველოში 1212 ეკლესია დაიხურა და გაუქმდა. რელიგიასთან ბრძოლა 20-იან წლებში ეკლესიების დახურვით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს როგორი შეუპოვარი ბრძოლა გამოუცხადეს სარწმუნოებას, როგორ გამოცხადდა ახალგაზრდობის დამმახინჯებლად რელიგია, რომელიც ხალხს ღუპავდა, როგორ დაერქვა ეკლესიებს „მღვდლების სამიკიტნოები“ და როგორ ითხოვდა მოსახლეობა ეკლესია-მონასტრების დახურვას და გაუქმებას.
ბოლშევიკური მმართველობის დამყარებამ ქართველი ერის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სულიერ ცხოვრებას მნიშვნელოვანი კვალი დაატყო. ტოტალიტარული მმართველობა თვლიდა, რომ საბჭოთა ადამიანის სულიერი ცხოვრების კონტროლი მხოლოდ მათ ხელში უნდა ყოფილიყო, რადგან ხალხის მართვა გაცილებით იოლი გახდებოდა. სწორედ ამიტომ ცდილობდნენ „ახალი საბჭოთა ადამიანის” შექმნას, რომლის გონებაშიც ორი ღმერთის ადგილი ვერ იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები