რაჭაში „ბაბუად“ წოდებული საუფროსო სკამ-სავარძელი – საკარცხული

საკარცხული – საუფროსო სკამ-სავარძელია რაჭაში „ბაბუად“ წოდებული. ოჯახის უფროსის დასაჯდომია. მზადდებოდა სხვადასხვა ხისგან. შეკრული იყო უწებოდ და ულურსმნოდ.

ოჯახის საქმეებს ბაბუა ხელმძღვანელობდა. მისი კუთვნილი საპატიო სავარძელი კერასთან თავში უნდა მდგარიყო. ბაბუა, როგორც ოჯახის სრულუფლებიანი განმგებელი, საკარცხულზე იჯდა. მასზე ჯდომა სხვას ეკრძალებოდა. სავარძელი ეთმობოდა მხოლოდ საპატიო სტუმარს. სოციალური თვალსაზრისით საკარცხული ოჯახის უფროსის უფლებების გამომხატველ სიმბოლოს წარმოადგენდა.

ტერმინი „საკარცხულ“ X ს. ძეგლებშია დამოწმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები