როგორ მიიპყრო ემიგრანტი მხატვრის შემოქმედებამ იტალიური მედიის ყურადღება – თვითნასწავლი მხატვარი ტოსკანაში გამოფენისთვის ემზადება

ია შარიაშვილი მეუღლესა და 2 შვილთან ერთად, 12 წელია იტალიის ქალაქ სიენაში ცხოვრობს. ის თვითნასწავლი მხატვარია. ხატვის ნიჭი დედისგან გადაეცა.

მისმა ნახატებმა გასულ წელს, ფლორენციასა და პრატოში მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებზე ხელოვნებათმცოდნეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ია 300 მხატვრიდან საუკეთესოთა შორის მოხვდა. ცოტა ხის წინ კი, მისი ნახატების სატელევიზიო ჩვენება TOSCANA TV-ს ეთერში მოეწყო.

ია შარიაშვილმა ხატვა 3 წლის წინ დაიწყო და უკვე არაერთხელ მოექცა ექსპერტთა ყურადღების ცენტრში. მის პერსონალურ გამოფენას ხელი პანდემიის მეორე ტალღამ შეუშალა, ღონისძიება ზაფხულში გაიმართება. ია მომავალ თაობასაც ზრდის, ის საბავშვო ბაღში ხატვას ასწავლის.

როგორ დაუკავშირდა ტოსკანის კულტურის სამსახურის პრეზიდენტი და როგორ მიიპყრო მისმა შემოქმედებამ ადგილობრივი ტელევიზიის ყურადღება ნახეთ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები