,,წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იქნება“ – პროექტ ,,წარმატებული ემიგრანტების“ იუბილე და ,,დიასპორის სახლის“ სამომავლო გეგმები

ვიდეობლოგის სტუმარი ემიგრანტი ქალბატონი, დიასპორული ორგანიზაცია ,,დიასპორის სახლის“ პრეზიდენტი ინა ასანიძეა.

ის საქართველოში ყოფნისას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული, პარალელურად კი მეგობრებთან ერთად, შექმნა ორგანიზაცია ,,ჩვენ დავბრუნდებით“ და ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის საინტერესო პროექტებს ახორციელებდა. დღეს აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და კვლავ განაგრძობს დაწყებულ საქმეს, რათა ემიგრანტებსა და საქართველოს შორის, კავშირები სულ უფრო გაღრმავდეს.

ინა ასანიძემ ,,დიასპორის სახლი“ 3 წლის წინ ჩამოაყალიბა. ორგანიზაციამ მოკლე დროში, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყარა საფუძველი. როგორ აკეთებს შორეულ ამერიკაში ქართულ საქმეს და როგორ გახდა საინტერესო წამოწყებების ავტორი (მათ შორის, პროექტი ,,წარმატებული ემიგრანტები“), ის საუბრობს ვიდეობლოგში ,,მედიატორი“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები