ხევიდან წარმოქმნილი პრესტიჟული ქუჩა

თბილისის უბნებს დაარსებისა და განაშენიანების საინტერესო ისტორიები აქვთ.

დღევანდელ კეკელიძის ქუჩაზე, მე-20 საუკუნის ორმოციან წლებამდე უზარმაზარი ხევი არსებობდა, რომელზე გადებული ხიდიც ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებს ერთმანეთთან აკავშირებდა.

ბევრი სხვა თბილისის ქუჩების მსგავსად კეკელიძის ქუჩაც სწორედ ხევის ამოვსების შედეგად წარმოიქმნა.

1962 წელს კი სახელი ქართველი მეცნიერისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, კორნელი კეკელიძის პატივსაცემად დაერქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები