მევალის შესაშინებლად გაგზავნილი ფოტო და დაუბრუნებელი ვალი

აკაკი წერეთელი ყოველთვის გამორჩეულად უყვარდა ხალხს, მისი ბიოგრაფიაც მეტ – ნაკლებად ყველა ქართველმა იცის. ამჯერად ერთი ფოტოს ისტორიას გიამბობთ, სადაც ნახავთ, რომ აკაკი დიდ ასაკშიც კი ძალიან ლაღი და ხალისიანი იყო.

აკაკის რთული დამოკიდებულება ჰქონდა ცოლთან და ამის გამო ბავშვთანაც. მეუღლე გამუდმებით ფულს სთხოვდა, ამიტომ მას ვალების აღება უწევდა.

არსებობს სურათი, სადაც აკაკი ვითომ მკვდარია და თავზე ანგელოზები ადგანან.

ამბობენ, რომ ეს სურათი მევალის შესაშინებლად გაუგზავნია – აკაკი მოკვდა და ვალს ვერ დაგიბრუნებსო.

ეს ფოტო 1912 წელს არის გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები