ასე ესმით ღმერთი და რწმენა ამერიკაში

რწმენა, თანადგომა, მოყვასის სიყვარული და სიკეთე –  მოკლედ ასე შეიძლება გადმოცე იმ წერილის შინაარსი, რომელიც ქართველმა ემიგრანტმა ზაზა ახალაიამ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა და რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ნიუ იორკში ჩემი სახლის მახლობლად ერთი ძალიან ლამაზი ქრისტიანულ-კათოლიკური ტაძარი დგას.

რაც ამ ადგილას ვცხოვრობ, პერმანენტულად არა, მაგრამ დროდადრო ამ ტაძარს ფულს ვწირავ ხოლმე. ჩემი საბანკო ანგარიშიდან ხან 20 დოლარს ვურიცხავ, ხან 30 დოლარს და მაქსიმუმ 50 დოლარზე მეტი არ შემიწირავს, ეგეც ორ და სამ თვეში ერთხელ.

კორონა პანდემია რაც დაიწყო, მას შემდეგ ამ ტაძრის ადმინისტრაციიდან მომდის განუწყვეტლივ წერილები, სადაც წერია შემდეგი რამ: ჩვენი ტაძარი კვირაში სამჯერ ნებისმიერ ადამიანს უმასპინძლდება ცხელი კერძებით და გთხოვთ მობრძანდეთ თქვენც, რადგან კარგად გვესმის რომ ქვეყანაში უმუშევრობა და გარკვეული კრიზისი არის.

მე არასდროს მივსულვარ, მათ შემოთავაზებაზე და ერთხელ მადლიერების წერილი გავუგზავნე, სულ ეს იყო .

გავიდა ხანი და ერთ დღესაც კარზე კაკუნი მესმის, რამაც ძალიან გამაკვირვა, რადგან ამერიკაში წინასწარი დაანონსების გარეშე ადამიანები სტუმრად არსად მიდიან და მშვიდ იდილიას არავის ურღვევენ .

გავაღე კარი და ვხედავ შემდეგ სურათს: დგას ორი ადამიანი ჩემს წინ, ქალბატონი და მამაკაცი, რომლებსაც ძირს უდევთ ოთხი დიდი სავსე პარკი, რომლებშიც პროდუქტი ალაგია.

მეუბნებიან: ჩვენ იმ ტაძრის მრევლი ვართ, რომელ ტაძარსაც თქვენ დროდადრო თანხას ურიცხავთ, ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ პანდემიიდან გამოწვეული თოთოეული ადამიანის ფინანსური კრიზისი და ტაძრის ბიუჯეტით ვიყიდეთ პროდუქტი და მოგართვით, რათა მშიერი არ იყოთ.

ამ ყველაფერს არ ვართმევდი, მაგრამ დაიჟინეს და მაინც დამიტოვეს, თუმცა ეს დასასრული არ არის, მათ დამიტოვეს კონვერტი და წავიდნენ.

შევედი სახლში პროდუქტი ამოვალაგე და მივუბრუნდი კონვერტს და ვხედავ 300 დოლარიან ჩეკს, რომელიც ამ კათოლიკურმა ტაძრის ადმინისტრაციამ გამომიგზავნა პროდუქტებთან ერთად.

ასე ესმით ღმერთი და რწმენა ამერიკაში.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები