ავიაკომპანია Qatar Airways რეგულარულ ოპერირებას ანახლებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA- ს ინფორმაციით, კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირითა და შეცვლილი განრიგით შეასრულებს. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან, განახლდება რეგულარული ოპერირება დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე. ფრენები ყოველდღიურად შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Qatar Airways-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2021 წლის 3 თებერვალს მიენიჭა.

Qatar Airways საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.

იხილეთ რეგულარული და ჩარტერული რეისების ფრენის განრიგი: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

„განრიგი განახლებადია (იცვლება ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.“ – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები