ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა
ცნობილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის უკვე მეორედ მიანიჭა.
იუნესკოს საპატიო ტიტულს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი ფლობს. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვ.
ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და საქველმოქმედო მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში.
გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი « ლირა », რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა.
მან ასევე 2013 დააფუძნა «ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ».
ქართველ პიანისტს აღნიშნული სტატუსი პირველად 2015 წელს პარიზში მიენიჭა და პირველი ქართველი ხელოვანია, რომელიც პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს.
ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ. ასევე მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გერმანიაში, პორტუგალიასა და აშშ-ში.