საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო დოჰას მასტერსზე

ძიუდოში დოჰას მასტერსზე ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს.

მასტერსის პირველ საჭიდაო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლი მოიპოვა.

საქართველოს პირველი ოქრო ტატო გრიგალაშვილმა (–81) მოუტანა. მან ოთხი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ფინალში ჰოლანდიელ ძიუდოისტთან შეხვედრა იპონით დაასრულა.

ლაშა ბექაურმა, რომელიც ასევე 90 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თურქი სპორტსმენი მიჰაელ ზგანკი დაამარცხა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა. მან ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმხან კოცოევი დაამარცხა.

საბოლოოდ ქართველმა ძიუდოისტმა დოჰას „მასტერსის“ ტურნირზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები