ვაჟა მარგველაშვილმა დოჰას მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ყატარში, დოჰაში  მიმდინარე მასტერსის სერიის ტურნირზე, ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ბრიჯნაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 66 კგ–მდე წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა მოლდაველ დენის ვიერუს სძლია.

მარგველაშვილისთვის ეს  მასტერსზე მოპოვებული მეოთხე ბრინჯაოა.

 მასტერსის გამარჯვებული სამხრეთ კორეელი სპორტსმენი გახდა.

ამ ტურნირზე ასევე იასპარეზებენ 73 კგ–მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 81 კგ–მდე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები