მარიკა მამარდაშვილი და დეა აბაკელია პიანისტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ

გამარჯვებულების გამოვლენა სასტიპენდიო პროგრამაში პიანისტებისთვის დასრულდა. კონკურსი წელს მხოლოდ ვიდეო – ჩანაწერების გადარჩევის გზით გაიმართა.

საერთო ჯამში, ჩვენს რეგიონში (საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, მოლდოვა, თურქმენეთი) 79 მონაწილედან , 9 გამარჯვებულს შორის 2 საქართველოდანაა – მარიკა მამარდაშვილი , თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია      Tbilisi State Conservatoire -იის მეორე კურსის სტუდენტი , ემერიტუს ედიშერ რუსიშვილის კლასი და დეა გვერდწითელი – აბაკელია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”-ის მოსწავლე , პედაგოგი მაია ბერიძე;

მიმდინარე პროგრამის ჟიურის წევრები Alberto Nose (იტალია ); Christoph Sischka (გერმანია); Marie-Josèphe Jude (საფრანგეთი) იყვნენ.

დაჯილდოების ცერემონია  თბილისში 12-დან 14 თებერვლამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები