“შავი არქეოლოგია” და განძის მაძიებლებს შეწირული კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

“შავი არქეოლოგია” ანუ მეტალოდეტექტორებით შეიარაღებული განძის მაძიებლების მიერ არქეოლოგიური ძეგლების უკანონო გათხრა და მოპოვებული არტეფაქტების შავ ბაზარზე გაყიდვა რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი შედეგია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იქ, სადაც კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, რუსული ბაზების მშენებლობას მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები ეწირება, სამუდამოდ ნადგურდება ან რუსეთისა და თურქეთის შავ ბაზარზე გადის უიშვიათესი ნაკეთობები.

არქეოლოგი და ისტორიკოსი, ზურაბ ბრაგვაძე, “შავი არქეოლოგიისა” და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან მითვისებული თუ განადგურებული არტეფაქტების შესახებ ვიდეოინტერვიუში საუბრობს. არქეოლოგი აქამდე უცნობი იმ ფაქტების შესახებ ყვება, რომლებიც კიდევ ერთხელ, ამჯერად განსხვავებული რაკურსით აჩვენებენ ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ვანდალიზმი, სრული განუკითხაობა, არაპროფესიონალიზმი და ე.წ ხელისუფალთა გულგრილობა – ზურაბ ბრაგვაძის ვიდეოინტერვიუში ნახეთ, რას და რატომ ეწირება კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები