„მარადისეულის“ პირველი ექსპორტი ევროპაში განხორციელდა
„მარადისეულის“ პირველი ექსპორტი ევროპაში განხორციელდა. „მარადისეულის“ ექსკლუზიური ქმნილება “სავანე” 18 საუკეთესო ღვინოში მოხვდა და ლიეტუაში გაიგზავნა.
„პირველი ექსპორტი 2020 წელს ჩვენთვის დიდი მოტივაციის მომცემია… შევეცდებით, 2021 წელს, ევროპის მიმართულებით კიდევ არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ, ხოლო მოგვიანებით სხვა კონტინენტებზეც იქნება წარმოდგენელი ქართველთა დაუსაბამო ცოდნით შემქნილი ღვინო „მარადისეული“, – ნათქვამია კომპანიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია „მარადისეული“ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართლის უნიკალური ვაზის ჯიშების აღმოჩენა და პოპულარიზაცია. ამ ეტაპისთვის “მარადისეული” 4 ჯიშის ვაზისგან დაყენებულ ღვინოს აწარმოებს.