ეკატერინე გორგოძე საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ინდოელ ანკიტა რაინასთან წყვილში დუბაიში ITF-ის სერიის ტურნირი მოიგო. ტურნირი 7- დან 12 დეკემბრამდე ტარდებოდა და მისი საპრიზო ფონდი 100 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

წყვილმა ფინალში  ალიონა ბოლშოვასა და კაია იუვანს აჯობა. მატჩი ერთ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

ამ დროისთვის ეკატერინე გორგოძე WTA-ს რეიტინგში ინდივიდუალურ თანრიგში 217-ე ადგილს იკავებს, ხოლო წყვილებს შორის – 140-ეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები