ტოკიოში ქართული ღვინისა და სუფრის გასაცნობი ღონისძიება ჩატარდა

ტოკიოში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული ღვინისა და სუფრის გასაცნობი ღონისძიება ჩატარდა.
საელჩოს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ლეჟავამ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ხოლო ცნობილმა იაპონელმა ქართველოლოგმა, ჰიროტაკე მაედამ საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ ისაუბრა.
ღონისძიების მიმდინარეობისას ტელეხიდის მეშვეობით ქართველი მეღვინეები ჩართვნენ და ქართული სუფრისა და პოლიფონიის დემონსტრირება მოახდინეს.
დეგუსტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული მინერალური წყალი, ნაბეღლავი.
ღონისძიებას არაერთი მედიის წარმომადგენელი და ცნობილი სომელიე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები