შვეიცარიამ საქართველო ეპიდემიოლოგიურად სახიფათო ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა

შვეიცარიამ საქართველო ეპიდემიოლოგიურად სახიფათო ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური ოფისი აქვეყნებს.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც დაბრუნებისას სავალდებულოა 10-დღიანი კარანტინის გავლა, საქართველოს გარდა მოხვდნენ აშშ, ლიეტუვა, იორდანია, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია და უნგრეთი და იტალიის რეგიონები: ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია ​-ჯულია და ვენეტო, აგრეთვე ავსტრიის ფედერაციული მიწები – შტირია და კარინტია.

შვეიცარიაში 10-დღიანი კარანტინის დამრღვევი 10 ათასი ფრანკით დაჯარიმდება.

„შვეიცარიის მთავრობის N818.101.24 განკარგულებაში შესული ბოლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები შვეიცარიაში შემოსვლას შესძლებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში:

  • ოჯახის ახლო წევრები, ანუ მეუღლე / ცოლი, რეგისტრირებული პარტნიორი და მცირეწლოვანი შვილები;
  • იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. კერძოდ: მეუღლე, პარტნიორი, მშობელი, ძმა ან და, შვილი, შვილიშვილი, ან და-ძმა.
  • შვეიცარიაში შესვლა აუცილებელია სამედიცინო მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც დაიწყო შვეიცარიაში ან საზღვარგარეთ;
  • უცხოელი მეუღლისა და შვეიცარიის მოქალაქის უცხოელი არასრულწლოვანი შვილები, რომელთაც სურთ შვეიცარიაში დაბრუნდნენ შვეიცარიის მოქალაქესთან ერთად განსაკუთრებული სიტუაციის გამო, მაგალითად, ევაკუაციის შემთხვევაში;
  • ოფიციალური ვიზიტების შემთხვევაში განსაკუთრებული აუცილებლობის გათვალისწინებით, როგორიცაა საერთაშორისო ვალდებულებები;
  • ეკიპაჟის წევრები დაგეგმილი, სპეციალური და ჩარტერული ფრენების გათვალისწინებით;
  • ოჯახის ახლო წევრების (ბავშვები, შვილიშვილები, მშობლები; და-ძმები) სამედიცინო დახმარების გაწევისა და მოვლის მიზნით.

ამასთან ერთად, 14 დეკემბრიდან, სავალდებულოა  10 დღიანი კარანტინის გავლა.“ – ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები