“ევროვიზია 2020”-ზე ფავორიტი შემსრულებლისთვის ხმის მიცემის პროცესი გრძელდება
2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც სიმღერას – You Are Not Alone შეასრულებს.
„საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხმის მიცემის პროცესი 27 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბრის 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია ევროვიზიის კონკურსის ვებ-გვერდზე. ნებადართულია 3 ფავორიტი შემსრულებლისათვის, მათ შორის, საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლისათვის ხმის მიცემაც.
კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.