პიერ დიუვალის საქართველოს მინიატურული რუკა

ევროპულ მინიატურულ რუკებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია პიერ დიუვალის (1618-1683) საქართველოს რუკა (ზომა: 11 X 13 სმ), რომელიც გამოქვეყნებულია დიუვალის მინიატურულ გეოგრაფიულ ატლასში „მსოფლიო გეოგრაფია“.

ნაშრომი ფრანგულ ენაზე, 1660-დან 1688 წლამდე, ექვსჯერ გამოიცა. ასევე არსებობს  ატლასის არაერთი გერმანულენოვანი გამოცემა.

XVI საუკუნიდან დაწყებული მინიატურული ატლასების გამოცემა ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

„ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია 200-ზე მეტი ასეთი გამოცემა, რომელთა დიდი ნაწილი შეიცავს რუკებს საქართველოს გამოსახულებით. მათ შორის საუკეთესო ნიმუშები თავმოყრილია ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის მიერ გამოცემულ ღია ბართების კრებულში „საქართველო მინიატურულ რუკებსა და გეოგრაფიულ ბარათებზე XVI-XVIII საუკუნეები“.

კრებულში შესულია ოცი ბარათი. შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გაყიდვების ჯიხურებში. წარმოდგენილი მასალის ორიგინალი ბეჭდური ეგზემპლარები დაცულია როგორც ჩვენი ცენტრის, ასევე ბრიტანეთის მუზეუმის, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის, ვენეციის სან მარკოს ბიბლიოთეკის, სტენფორდის და გენტის უნივერსიტეტების კარტოგრაფიულ არქივებში ,“ – ნათქვამია Centre for the Studies of Ethnicity and Multiculturalism – CSEM – ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები