UEFA-მ მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა ოქროს მედლით დააჯილდოვა

2020 წლის უეფას Grassroots Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული, სფფ-ის გრასრუტის კოორდინატორი – ჯესი სურმავა გახდა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჯესი სურმავას ჯილდო წლის საუკეთესო გრასრუტ ლიდერის ნომინაციაში გადასცა. აღნიშნულ ნომინაციაზე ქართველი გრასრუტის კოორდინატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა.

​„ჯესი სურმავამ მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სკოლა დაარსა, სადაც 300-ზე მეტი ადგილობრივი ბავშვი ვარჯიშობს. სფფ-ის გრასრუტის კოორდინატორი, უეფამ სწორედ ამ პროექტის განხორციელების გამო დააჯილდოვა.

ჯესი სურმავა გახდა პირველი ქართველი, რომელმაც უეფას Grassroots Awarads-ის ოქროს ჯილდო მოიგო, ხოლო ვერცხლის პრიზი 2018 წელს უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მოყვარულთა ლიგის და თასის კონცეფციისთვის გადაეცა,“ – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

​უეფას Grassroots Awards-ი 2010 წლიდან იმართება. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გამარჯვებულებს ხუთ ნომინაციაში ასახელებს და ყოველ წლიურად აჯილდოებს იმ ადამიანებს და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ასაკის, შესაძლებლობების, სქესის და სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე ადამიანების ფეხბურთში ჩართულობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები