საფრანგეთის აგრარულ ბაზრობაზე 80-მდე დასახელების ქართული ღვინოა წარმოდგენილი 

საფრანგეთის ქალაქ კანში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის “Le Pont Caucasien”-ის მიერ ქართული ღვინის კუთხე მოეწყო, სადაც 25 კომპანიის 80-მდე დასახელების ღვინოა წარმოდგენილი.

ამიერიდან, ქართული ღვინის შეძენა და დაგემოვნება ადგილობრივ ვიზიტორებს ყოველდღიურად შეეძლებათ, ორშაბათის გარდა, ხოლო ყოველ პარასკევს, სპეციალურად მოწყობილ ჰოლში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართება.

საფრანგეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნილება მზარდია.

წლის ბოლომდე დაგეგმილია ასორტიმენტის გაფართოება, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები