ქართველმა სუმოისტმა იაპონიაში სპორტული კარიერა დაასრულა 

იაპონიის სუმოს ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა ქართველი ფალავნის, გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მიერ სუმოს სპორტული კარიერის შეწყვეტის შესახებ.

გაგამარუ მასარუმ მსოფლიოს იუნიორთა შეჯიბრიდან იაპონიის უმაღლესი დივიზიონის კომუსუბის წოდებამდე რთული გზა განვლო და უდიდეს წარმატებას მიაღწია. მნიშვნელოვანია მისი წვლილი იაპონია-საქართველოს კულტურული თუ სპორტული ურთიერთობების განმტკიცების მხრივ.

გაგამარუ რიგით მესამე ქართველი სუმოისტია, კოკაისა და ტოჩინოშინის შემდეგ, რომელმაც „მაკუუჩის“ ზედა რანგებს მიაღწია. მის ყველაზე დიდ შედეგად ითვლება „კომუსუბის“ წოდება, რომელიც 2012 წლის მარტში მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები