“კახეთის მატარებელი” არგენტინაში
ლალი კიკნაველიძის ფილმი “კახეთის მატარებელი” არგენტინაში, Festival Internatonal de Cine Austral-ის საშუალო და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში იქნება ნაჩვენები.
ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.
“კახეთის მატარებელი” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.