ბრიტანეთის საბჭოს ახალი პროექტი – ინგლისურის კლუბი იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბრიტანეთის საბჭოს ახალი პროექტი – ინგლისურის კლუბი (English Club) იწყება.

English Club არის ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს უფასო, ონლაინ, ინტენსიურ კურსებს ინგლისურ ენაში.

პროექტი მთლიანად  ბრიტანეთის საბჭოს მიერაა დაფინანსებული.

ინგლისური კლუბების პროგრამის საერთო ხანგრძლივობაა 20 კვირა. კურსს ბრიტანეთის საბჭოს მიერ შერჩეული მასწავლებელი წაიყვანს. პროექტის მიმდინარე ეტაპზე (2020 ნოემბერი – 2021 აპრილი) შესაძლებელია მომზადდეს ტექნიკური უნივერსიტეტის 20 სტუდენტი.

კურსი  4 მიმართულებას მოიცავს:

ინგლისური ენის სწავლა;

ენობრივი და პროფესიული უნარები;

სამუშაო (პროფესიული) გარემო;

სამეწარმეო უნარები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები