პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტების ანგარიშზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია
9 ნოემბერს ხორვატიაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 23 წლამდელთა შორის.
საქართველოს ნაკრები ასე გამოიყურება:
-60კგ – თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი;
-66კგ – ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი;
-81კგ – ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი;
-90კგ – ლუკა მაისურაძე;
-100კგ – ონისე სანებლიძე;
+100კგ – გელა ზაალიშვილი.
ჩემპიონატის პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტების ანგარიშზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.
ჯაბა პაპინაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო თემურ ნოზაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.