ინფორმაცია ოსლოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქალაქში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ნორვეგიის მასშტაბით არსებულ წესებს ემატება შემდეგი ადგილობრივი ზომები:
იხურება ყველა თეატრი, კინო, მუზეუმი და კულტურული თუ გასართობი დაწესებულება (ბიბლიოთეკების გარდა);
იკრძალება ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ჩატარება დახურულ სივრცეში;
იკრძალება ბარებსა და რესტორნებში ალკოჰოლის გაყიდვა;
იხურება სავარჯიშო დარბაზები, აუზები;
უქმდება ზრდასრულთა სპორტული (გუნდური) შეჯიბრებები;
უქმდება ბავშვთა შეჯიბრებები და კონკურსები;
მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში იზღუდება სტუმართა რიცხვი, რათა ყოველთვის მოხერხდეს 2 მეტრის დისტანციის დაცვა;
ტაქსის მძღოლებსა და მგზავრებს ევალებათ პირბადის ტარება;
დამამთავრებელი კლასები “წითელი დონის” მზაობით იფუნქციონირებს.
პირველ ეტაპზე შეზღუდვები 9 ნოემბრიდან თვის ბოლომდე გაგრძელდება.