საქართველოს საკონსულო ათენში მოქალაქეების მომსახურების წესს ცვლის 

საბერძნეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 7 ნოემბრიდან, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, საკონსულო გადადის მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე საკონსულო მომსახურების შეზღუდვებს.

გადაუდებელ, სასიცოცხლო მნიშვნელობისა და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე, რომელიც ფუნქციონირებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 24 საათის განმავლობაში: 6995779793

რაც შეეხება საკონსულო მომსახურებებს, მათ შორის, დისტანციურ მომსახურებებთანდაკავშირებულ საკითხებს, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს, .ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საელჩოს, დილის 10.00 საათიდან 13.00 საათამდე, შემდეგ ნომრებზე:

210 674 21 86; 210 748 9180.

ასევე ელ. ფოსტის მეშვეობით: athens.con@mfa.gov.ge / athens.emb@mfa.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები