„ედუქეარ ჯორჯიას“ პროექტი ევროპული სკოლისა და დავით ბეჟუაშვილის ფონდის მხარდაჭერით დასრულდა
„ედუქეარ ჯორჯია“ უკვე რამდენიმე წელია, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობს. „ევროპული სკოლისა“ და დავით ბეჟუაშვილის ფონდის მხარდაჭერით, „ედუქეარ ჯორჯიამ“ „ხანის აკადემიის“ ფიზიკის კურსი სრულად თარგმნა ქართულად.
მსოფლიო პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა ონლიან პლატფორმების გამოყენება სასწავლო პროცესში.
ამ ინიციატივების შედეგად ნებისმიერი ადამიანისთვის სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის ფიზიკის სრული კურსი, ხოლო საქართველოს რეგიონების რამდენიმე ათასეულ მოსწავლეს გადაეცა ის აუცილებელი ცოდნა, რომელიც უფასო ონლაინ რესურსების მოსაპოვებლად და გამოსაყენებლადაა საჭირო.
„ევროპული სკოლა“ სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებს აღნიშნულ ონლაინ პლატფორმებს და სხვა სკოლებსაც აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ ონლაინ რესურსით.
„ხანის აკადემია“ წამყვანი ამერიკული საგანმანათლებლო პლატფორმაა. „ქართულ ხანის“ აკადემიას თვეში საშუალოდ 140 000 მომხმარებელი ჰყავს, ფიზიკის კურსს კი 87 000 მომხმარებელი ჰყავს.