მწვანე არქიტექტურის 5 შთამბეჭდავი ნიმუში
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ურბანული ბაღები, ტყეები და პარკები ამცირებენ დეპრესიას, მაგალითად, ლიდსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ გამწვანებული სივრცეების არსებობა ზრდის ქალაქში მცხოვრებთა ენერგიულობასადა სიმშვიდეს.
ურბანული და ვერტიკალური ბაღები მთელ მსოფლიოში იწყებს გაჩენას, რადგან გაეროს პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობის 68% 2050 წლისთვის ქალაქებში იცხოვრებს, შესაბამისად, გაიზრდება მაცხოვრებელთაკონცენტრაცია, შენობა-ნაგებობების რაოდენობა კი მწვანე, ბუნებრივი საფარის შემცირების ხარჯზეა მოსალოდნელი. სწორედ ამიტომ, თანამედრვე არქიტექტურის გამოწვევად მათი სინთეზი იქცა – ის, რასაც მწვანე არქიტექტურა გულისხმობს, ერთდროულად ეკოლოგიური, მწვანე, კომფორტული და კომპაქტური უნდა იყოს.
იმის საილუსტრაციოდ, რომ ასე შენება ნამდვილად შეიძლება, მსოფლიო მასშტაბით არსებულ 5 საუკეთესო ნიმუშს წარმოგიდგენთ. ეს შენობები ამტკიცებენ, რომ ბუნებასთან ჰარმონიული სინთეზი შესაძლებელია და ეს უკანასკნელი წინსვლასა და განვითარებას ხელს არ უშლის.
1. ეს ხის კოშკი, რომლის არქიტექტორიც კრის პრეხტია, ტორონტოში მდებარეობს და საცხოვრებელი დანიშნულებით გამოიყენება. შენობა ეკოლოგიურად სუფთა მასალებითაააგებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ხეს ენიჭება- როგორც დეკორის, ასევე, ცოცხალ მდგომარეობაში. ტერასები ისეა განლაგებული, რომ აივნებზე მწვანე საფარის მოწყობა შესაძლებელი იყოს, ბუნებრივია, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის მცენარეები, რომლებსაც სპეციალისტები ირჩევენ, მრავალ ფაქტორს შორის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შენობის კონსტრუქციასა და მდგრადობასთანმათი თავსებადობაა.
2. ეს უჩვეულო ნაგებობა კი სინგაპურში, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ააგეს. 1994 წელს აგებულ ამ შენობას, შეიძლება ითქვას, მწვანე არშია აქვს შემოვლებული
3. როგორც ამ შენობის არქიტექტურის ავტორი, სტეფან მანტუ ამბობს, რუმინეთში მდებარე ეს სახლი “ასახავს ბუნებასთან კავშირის მუდმივ საჭიროებას”
4. ეს ნაგებობა კი არც მეტი, არც ნაკლები, გვატემალაში 747 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს და მთლიანად გადამუშავებადი მასალითაა აშენებული. შენობის მთავარი კონცეფცია ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის სრულად შენარჩუნებასა დ მათ შორის სივრცეების მაქსიმალურ, ფუნქციურ გამოყენებას ეფუძნება.
5. და ბოლოს, მწვანე არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში საქართველოდან, რომელიც გასულ წელს “ევრონიუსმა” რჩეულთა შორის დაასახელა. „შენობის ფორმა ზუსტად შეესაბამება შილდისგარემო პირობებსა და ღვინის ხარისხს. შენობა პირდაპირ ვენახშია განთავსებული და ზემოდან მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. ნიადაგის სითბური მასა გამოყენებულია ნაგებობის გაგრილებსთვის, ფასადის უდიდესი ნაწილი კი მიმართულია ჩრდილოეთისკენ, რათა მზის პირდაპირი სხივები თავიდან იქნეს აცილებილიდა ენერგიის დანაკარგი შემცირდეს. ეს შენობა უდავოდ ჩვენი ფავორიტია“-წერს ევრონიუსი
“შილდას მეღვინეობის” სადეგუსტაციო ცენტრი ყვარელში მდებარეობს
რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი", კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ენდობიან.