გერმანულ-ფრანგულმა ტელევიზიამ სვანეთის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

გერმანულ-ფრანგულმა ტელევიზიამ, Arts სვანეთის შესახებ მოკლე, 25-წუთიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. “სუფრასთან სვანეთში”- ასე ჰქვია ფილმს, რომელიც საქართველოს ამ ულამაზესი მხარს ცხოვრებასა და გასტრონომიულ კულტურას ასახავს. 

“სვანეთი ჩრდილოეთ საქარველოში, რუსეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და მცირედდასახლებული რეგიონია, აქ, როგორც წესი, სოფლის მეურნეობით ირჩენენ თავს, მათ გასტრონომიაში კი კარტოფილსა და ხილს მრავლად შეამჩნევთ. განსაკუთრებით პოპულარულია “ქართული კეტჩუპი”, რომელიც ქლიავისაგან (იგულისხმება ტყემალი) მზადდება და რა საკვირველია, სვანური მარილი, სვანური მარილი და კიდევ ერთხელ სვანური მარილი მრავალფეროვან სუნელებთენ ერთად” – წერს “არტე” ფილმის აღწერაში.

ტელევიზიის მასპინძელი სვანეთში, სოფელ წვირმშიმცხოვრები თამლიანების ოჯახია, სწორედ ამ ოჯახის მაგალითზე ყვება “არტე” ნამდვილ სვანურ ამბავს, რომელსაც ბოლოს სულ რამდენიმე სიტყვით აჯამებს – “მატერიალური გაჭირვების მიუხედავად, სვანეთში ხალხი დღესასწაულებს  “მდიდრულად” აღნიშნავს – აქ  ყოველდღიური სუფრაც კი ფესტივალია”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები