“მაი კურცხალი მეიცილეთ და ისე გამიშვითო. და დაგვტოვა” – ტანზანიელი სერვალის ისტორია თბლისის ზოოპარკიდან
თბლისის ზოოპარკი, რომელიც საინტერესო და სახალისო ისტორიებით ხშირად გვანებივრებს, ამჯერად სევდიან ამბავს გვიყვება – 15 წლის ტანზანიელი სერვალი ზოოპარკის ბინადართა რიგებს გამოაკლდა.
“სულ კარგ ამბებს რომ გიყვებით-ხოლმე, ხანდახან სევდიანებიცხომ უნდა გითხრათ.
დღეს ჩვენს სერვალზე გიამბობთ.
თბილისის ზოოპარკში უცნაურად მოხვდა. ახალგაზრდობაში ტანზანიის რომელიღაც სოფელში ქათმებისთვის გაუვლია მუსრი. აღშფოთებულან ტანზანიელი გლეხები, ეს რა დღეში ჩაგვაგდო, ჩახოხბილის გარეშე დაგვტოვა მთელი სოფელიო. დაუტყვევებიათ დამნაშავე და თავშესაფარში უკრავთ თავი. იქ კარგი არაფერი ელოდა. საუკეთესო შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე თავშესაფარში, გაუსაძლის პირობებში მოუწევდა ცხოვრება. უარეს შემთხვევაში – დააძინებდნენ. ჰოდა, ავდექით და ჩვენ წამოვიყვანეთ. ეს ამბავი დაახლოებით 15 წლის წინ მოხდა.
თავიდანვე უხასიათო და ავი იყო. ყველას ეჩხუბებოდა – მომვლელებს, დამთვალიერებლებს. პირველ ხანებში მის დაოჯახებაზე ვფიქრობდით, მაგრამ შესაფერისი მეწყვილის შოვნა გაგვიძნელდა. ასაკში რომ შევიდა, ქორწინება უკვე რისკებთან იყო დაკავშირებული (სერვალები მარტოხელა ცხოველები არიან და მხოლოდ გამრავლების დროს, მცირე ხნით რჩებიან პარტნიორთან ერთად). მის ვოლიერში ვინმე რომ ჩაგვესიძებინა, დიდი იყო ალბათობა, ბედნიერი თაფლობის თვის ნაცვლად ოჯახური ძალადობის სცენების შემსწრენიგავმხდარიყავით. ამიტომ, დარჩა ასე, გაუთხოვარი. ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო ჯაჯღანა გახდა და ბოლოს, 20 წლის თავზე, უჟმურდა უხიაგშინაბერად ჩამოყალიბდა.
ამ ყველაფერს, როგორც ახლა ამბობენ-ხოლმე, თანმდევი დაავადებებიც დაერთო. ქრონიკული ართრიტი აწუხებდა, სუსტი ფილტვები ჰქონდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში ორჯერ აჯდებოდასიკვდილის ბუზი, მაგრამ ჩვენი ვეტექიმები აქშევდნენ– დაახვავებდნენსერვალსვიტამინებს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიბიოტიკებს და რომ გვეგონა, მორჩა, გავიდა გაღმაო, გავიხედავდით და მეორე დღეს გაცოცხლებული გვხვდებოდა.
ჰოდა, აი, გასულ კვირას გადაწყვიტა, ჩემი მობრუნება აღარ შეიძლება და აღარცაა საჭირო, მაი კურცხალი მეიცილეთდა ისე გამიშვითო. და დაგვტოვა.
ზოოპარკში ბევრი ცხოველი გვყავს. თითოეულს, ჩვენი, ადამიანების არ იყოს, თავისი ხასიათი აქვს, ინდივიდუალობა, თვისებები. ჩვენც მხოლოდ იმიტომ კი არ გვიყვარს, რომ ლამაზები არიან, ან იმიტომ, რომ გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. ისინი ჩვენი დიდი, ზოოპარკულიოჯახის წევრები არიან. ზოგი ბრაზიანია, ზოგი – ალერსიანი, ზოგი უჟმურია, ზოგიც – კეთილგანწყობილი. და ყოველი მათგანი თანაბრად ძვირფასია ჩვენთვის. და ყოველი მათგანის დაკარგვა გულსატკენია.
აი, ასე იყო ეს ამბავი”